პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

39 გარდაცვლილი და 17 530 ახალი შემთხვევა-26 იანვრის კოვიდსტატისტიკა

ნახვები: 321 39 გარდაცვლილი და 17 530 ახალი შემთხვევა-26 იანვრის კოვიდსტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 087 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 78 172 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 46 900, „პისიარ" ტესტით - 31 272.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური - 22,42%, ბოლო 14 დღის - 15,32%, ბოლო შვიდი დღის - 19,58%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 092 684 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 977 832 გამოჯანმრთელდა, 14 813 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 676 520 აცრა, დღიურად აცრილია 7 661.

კარანტინის რეჟიმშია 32, სტაციონარში მეთვალყურეობას 4 651 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 2 023 პირი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა