კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თბილისში 11 მაისს „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე დაიგეგმა

ნახვები: 625 თბილისში 11 მაისს „ევროპის მარში“ სამ ლოკაციაზე დაიგეგმა

11 მაისს, თბილისის სამ ლოკაციაზე „ევროპის მარში“ დაიგეგმა. კერძოდ, მარშის მონაწილეები დედაქალაქის სამ ლოკაციაზე, რესპუბლიკის მოედანზე, მარჯანიშვილის მოედანსა და მეტრო 300 არაგველთან შეიკრიბებიან, საიდანაც მარშით ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, „ევროპის მარში“ სამივე ლოკაციაზე ერთდროულად, 19:00 საათზე დაიწყება.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში. 11 მაისს, 19:00 საათზე, ვიკრიბებით 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი; მარჯანიშვილის მოედანი; მეტრო 300 არაგველი.

სამივე ლოკაციიდან ერთდროულად დავიძრებით ევროპის მოედნისკენ და გავერთიანდებით. კი ევროპას! არა რუსულ კანონს!", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა