თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

მამუკა ხაზარაძე - შს მინისტრთან მაქვს კითხვა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს 4 წლით გაუშვებს ციხეში - ხალხს უსაფრდებიან, ვისზე აღიძრა საქმე?

ნახვები: 551 მამუკა ხაზარაძე - შს მინისტრთან მაქვს კითხვა, რომელიც ამბობს, რომ ახალგაზრდებს 4 წლით გაუშვებს ციხეში - ხალხს უსაფრდებიან, ვისზე აღიძრა საქმე?

შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელი განცხადება არის ორგულობის, უტიფრობის, არაკომპეტენტურობის და პირდაპირ დავარქვათ, ღალატის განცხადება, - ამის შესახებ "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარლამენტთან აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ და დღეს ღამის გათენებას გეგმავენ.

მამუკა ხაზარაძის შეფასებით, „ქართულ ოცნებას“ მიზანმიმართულად მიჰყავს საქართველო რუსეთისკენ და ეს სიტუაცია უკვე კულმინაციასთან მივიდა.

„შს მინისტრის განცხადება არის ღალატი იმიტომ, რომ მას, როგორც შს მინისტრს კონსტიტუციით და კანონმდებლობით ევალება მოქალაქეების დაცვა. როცა პრევენციულ განცხადებას აკეთებ და საუბრობ სხვადასხვა მუხლებზე, რომ აქ ახალგაზრდებს დაიჭერ, მე მაქვს მასთან პირადი კითხვა, ვისზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, იმ ადამიანებზე, რომლებიც ყოველდღიურად ნიღბებით სხვადასხვა ახალგაზრდებს, ჩემს თანაგუნდელებს აედევნენ?! გუშინ ჩვენს თანაგუნდელებზე 5 ადამიანი იყო ადევნებული. ზურა (გირჩი) ჯაფარიძეს უკვე მესამედ დახვდნენ სახლში. აღარ ჩამოვთვლი ყველა იმ ადამიანს, ვისაც ჩაუსაფრდნენ. მითხრას პირადად, გამოვიდეს და თქვას, ვისზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და ვინ იქნა კანონის მიხედვით პასუხისგებაში მიცემული. ახლა როცა საუბრობს 4 წლით გავუშვებ ციხეშიო, მინდა მას პირადად და ყველას, ვინც ასე ფიქრობს, ვუთხრა, რუსულ ციხეში ჯდომას ისევ ქართულ ციხეში ჯდომა სჯობს, იმიტომ, რომ თქვენ ეს ქვეყანა მიგყავთ რუსეთისკენ მიზანმიმართულად, ნაბიჯ-ნაბიჯ და უკვე კულმინაციასთან მივიდა დღეს ეს სიტუაცია“, - განაცხადა ხაზარაძემ.

მან ბიძინა ივანიშვილს მიმართა და მას ქვეყანაში არსებულ დაძაბულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა დააკისრა.

„მეორე კითხვა ბიძინა ივანიშვილს, 7 ნოემბერი რომ მოხდა, ვინ აფინანსებდა იმდროინდელ სპეცრაზმს? ვინ აფინანსებდა იმდროინდელ ხელისუფლებას 7 ნოემბრის მერე? აფინანსებდი შენ. ანუ, ყველაფერ ამ არეულობის უკან დგახარ შენ პირადად. ამიტომ, არ დაგითმობთ არცერთ კვადრატულ მეტრს არც რუსთაველზე და არც თავისუფლების არცერთ მიტკალს არ დაგითმობთ!“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა