კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ივანიშვილი ჯერ პრემიერის, შემდეგ გომელაურის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა - გახარიას გუნდი

ნახვები: 561 ივანიშვილი ჯერ პრემიერის, შემდეგ გომელაურის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა - გახარიას გუნდი

ბიძინა ივანიშვილი ჯერ პრემიერმინისტრის, შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა - ამის შესახებ პარტიის საქართველოსთვის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. 

"საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე"- ვკითხულობთ ოფიციალურ განცხადებაში.

"ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა.

გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა ოცნებამ კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა.

ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენებთ მათ მანდატს და მოვუწოდებთ, შეასრულონ კანონით განსაზღვრული ვალდებულება და დროული რეაგირებით თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები.

უმოქმედობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ხელისუფლების დანაშაულში თანამონაწილეობაა, რაზეც პასუხისმგებლობას დაეკისრება ყველა პასუხისმგებელ პირს.

მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ წამოეგონ ხელისუფლების თუ სხვა აქტორების პროვოკაციებს (რომელიც, როგორც სჩანს, მრავლად იქნება).

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გავაგრძელოთ უწყვეტი მშვიდობიანი პროტესტი არჩევნებამდე. ეს არის ის, რისიც ოცნებას ყველაზე მეტად ეშინია. ეს არის ის, რაც გადაარჩენს საქართველოს ევროპულ მომავალს და აგვარიდებს სამოქალაქო დაპირისპირებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა