კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება

ნახვები: 598 4 ევროპარლამენტარი - ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება

ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს - ჩვენ გავაგრძელებთ პროევროპელი ქართველი ხალხის მხარდაჭერას, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ოთხი ევროპარლამენტარის მიერ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელისთვის გაგზავნილი წერილის ფოტოს აქვეყნებს.

„დღეს დილით საქართველოში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოო დაჩქარებული წესით შესაძლო მიღებისა და საქართველოს თავისუფალი პროევროპელი ხალხის მხარდაჭერის აუცილებლობის გათვალისწინებით, გვსურს დაგისვათ გადაუდებელი კითხვები“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების წერილში.

ისინი სვამენ კითხვას, „წამოაყენებს თუ არა წინადადებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში/ვიცე პრეზიდენტი 27 მაისის საგარეო საქმეთა საბჭომდე ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის წინააღმდეგ შემაკავებელი ზომების დაუყოვნებლივ დაწესების შესახებ, ისევე როგორც ასეთი ზომების დაწესებაზე საქართველოს პარლამენტის ყველა დეპუტატის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ და მასზე პრეზიდენტის მიერ დადებული ნებისმიერი პოტენციური ვეტოს გაუქმებას“.

„დაავალებენ თუ არა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში და სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურსა და ევროკომისიის გენერალურ დირექტორატს სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებაზე მოლაპარაკებების საკითხებში, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომლის მიზანია არ გააუქმოს კანონი და თავი შეიკავონ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნისგან მანამ, სანამ კანონი იმოქმედებს.

იღებს თუ არა ვალდებულებას ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კანონის მიღებისთანავე გამოიძახოს საქართველოს ელჩი ევროკავშირში, რათა გამოხატოს ევროკავშირის კრიტიკა და გადასცეს განზრახვა ზემოაღნიშნული ზომების მიღებასთან დაკავშირებით და განიხილება თუ არა ევროკავშირის ელჩის კონსულტაციებისთვის გაწვევა?“- აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს აწერენ ევროპარლამენტარები: თიის როიტენი, მირიამ ლექსმანი, ვიოლა ფონ კრამონი და პეტრას აუსტრევიჩუსი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა