პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი წუხს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო

ნახვები: 538 ჟან-ნოელ ბარო - საფრანგეთი წუხს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო

საფრანგეთი წუხს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას, - ამის შესახებ საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღასრულოს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და მედიის თავისუფლება.

გარდა ამისა, საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

„გუშინ საღამოს, ისევე როგორც რამდენიმე კვირის განმავლობაში, ქართველი ხალხი ფეხზე დადგა თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად, მამაცურად დაუდგა ძალადობასა და პოლიციას, ევროპის დროშით ხელში, „სიხარულის ოდის“ სიმღერით… ვერ წავუყრუებთ ამ სიმღერას ხალხისა, რომელიც ოცნებობს ისეთ დემოკრატიაზე, როგორსაც ჩვენ ვიცნობთ და რომელშიც ცხოვრობთ ევროპაში. რადგან იმ დროს, როცა ევროპას ასე ძალიან აკრიტიკებენ პოპულისტები და ნაციონალისტები, ეს სიმღერა, რომელიც გაისმის საქართველოში, გვახსენებს, რომ ევროპა არის თავისუფლება, რომ ევროპა არის დემოკრატია და რომ ევროპა არის იმედი ამდენი ხალხისთვის მსოფლიოში. მინდა ვუთხრა ქართველ ხალხს, რომ საფრანგეთს ესმის მისი, რომ ევროპას ესმის მისი და რომ ის განასახიერებს ხალხის სურვილს, რომ იცხოვროს თავისუფლად.

საფრანგეთი წუხს „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტის მიღების გამო, რომელიც ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციას, საფრანგეთი გმობს ძალადობას დემონსტრაციების წინააღმდეგ და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, აღასრულოს მშვიდობიანი დემონსტრაციის უფლება და მედიის თავისუფლება. საფრანგეთი დგას საქართველოს გვერდით ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, ერთადერთზე, რომლისკენაც მისი ხალხი მიისწრაფვის, რადგან, არაფერია იმაზე ძლიერი, ვიდრე იდეა, რომლის დროც მოვიდა",-განაცხადა ჟან-ნოელ ბარომ.

ინფორმაციას საქართველოში საფრანგეთის საელჩო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა