კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პაპუაშვილი ჟურნალისტებს - ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით - ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ

ნახვები: 504 პაპუაშვილი ჟურნალისტებს - ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით - ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ

ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით - ასე რომ, გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, დაპირისპირება და პოლარიზაცია რუსეთს აწყობს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია.

კითხვაზე, ერევა თუ არა რუსეთი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში, პაპუაშვილი პასუხობს, "რა თქმა უნდა და წლებია ერევა".

"ერევა იმით, რომ აქვს საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული, ერევა იმით, რომ საქართველოს უწესებდა სანქციებს და ცდილობდა გავლენა მოეხდინა საქართველოზე. სამწუხაროა, რომ ახლა ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი ეთამაშება ამ აზრებს, რომ სანქციებით მოახდინოს გავლენა ქართველ ხალხზე. ეს არის რუსული მეთოდი. ვნახოთ, ვინმე თუ გადაწყვეტს რუსული გზით იაროს და ქართველ ხალხს კი არ ესაუბროს, არამედ სანქციებით შეეცადოს ქართველ ხალხზე გავლენის მოხდენას და ერევა, იმიტომ რომ, ჰიბრიდული, თუ რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს საკუთარი დღის წესრიგის გატარებას.

მე თუ მკითხავთ, ყველაზე ძლიერად რუსეთი საქართველოს საკითხებში ერევა ოპოზიციური პარტიებისა და მათი მედიების საშუალებით. ეს გამოიხატება იმაში, რომ ნებისმიერი სამოქალაქო უთანხმოება, ნებისმიერი დაპირისპირება და პოლარიზაცია სინამდვილეში აწყობს ზუსტად რუსეთს და ამას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია და მისი კუთვნილი მედია. ასე რომ გილოცავთ, თქვენ რუსეთის რბილი ძალა ხართ!" - განაცხადა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა