კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - ლარის კურსი არის უმართავი - ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობის პირველი ნაბიჯი არის ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ქმედებები

ნახვები: 547 რომან გოცირიძე - ლარის კურსი არის უმართავი - ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობის პირველი ნაბიჯი არის ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ქმედებები

დღეს არის პანიკა, ლარის კურსი არის უმართავი - ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობის პირველი ნაბიჯი არის ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ქმედებები, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

ოპოზიციონერი დეპუტატი არსებულ ვითარებას "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს უკავშირებს და აცხადებს, რომ ამ კანონის ძალაში შესვლა საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს.

მან ეროვნულ ბანკს მოუწოდა, სასწრაფოდ განახორციელოს ინტერვენცია.

"ეროვნული ბანკი აგვიანებს თავისი არაპროფესიონალიზმით და იმ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. დღეს ეროვნულმა ბანკმა მნიშვნელოვანი ინტერვენციები უნდა განახორციელოს, ბევრი - 50 მლნ, 60 მლნ, რათა დააწყნაროს სავალუტო ბაზარი. ეროვნული ბანკი ასევე არის დამნაშავე შექმნილ ვითარებაში, ვინაიდან დახარბდა უცხოური ვალუტის შესყიდვას. მას რომ ზომიერად ეფიქრა რეზერვების შევსებაზე და ასევე, ლარის კურსის გამყარებაზე და ბუნებრივი მსვლელობისთვის ხელი არ შეეშალა, დღეს ვითარება აბსოლუტურად განსხვავებული იქნებოდა. ამიტომ ამ აჟიოტაჟის ჩაცხრობის პირველი ნაბიჯი არის ეროვნული ბანკის მხრიდან ადეკვატური ქმედებები. რაც შეეხება გრძელვადიან და საშუალო ვადიან პროგნოზებს - "აგენტების კანონის" ძალაში შესვლა დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას," - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა