კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა

ნახვები: 587 ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა

ხარკოვში, რომელსაც რამდენიმე დღეა რუსეთის შეიარაღებული ძალები უტევენ, უკრაინის პრეზიდენტი ჩავიდა. როგორც უკრაინული მედია წერს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ხარკოვში სამხედრო მეთაურების სხდომა გამართა.

ცნობისთვის, ამჟამად უკრაინელ სამხედროებსა და რუსეთის საოკუპაციო ძალებს შორის საბრძოლო მოქმედებები ხარკოვის ოლქის დასახლება ლიპცის სიახლოვეს მიმდინარეობს. დასახლება ქალაქ ხარკოვიდან 20 კილომეტრშია. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუს და უკრაინელ სამხედროებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს ქალაქ ვოლჩანსკის ქუჩებში.

სამხედრო მეთაურებთან თათბირის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხარკოვის ოლქში ვითარება მთლიანობაში კონტროლირებადია, თუმცა ვითარება რთული რჩება და უკრაინა შეიარაღებული ძალების სამხედრო დაჯგუფებებს აძლიერებს.

მანამდე უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ გაავრცელა ცნობა, რომ რუსი სამხედროები ხარკოვის ოლქში ქალაქ ვოლჩანსკის ჩრდილოეთ ნაწილში შევიდნენ და სამოქალაქო პირები მძევლად აჰყავთ. მისივე ცნობით, ერთი ადამიანი გაქცევის მცდელობისას რუსმა ოკუპანტებმა მოკლეს. კლიმენკოს ინფორმაციით, პოლიცია ვოლჩანსკიდან მოქალაქეთა ევაკუაციას აგრძელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა