კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თამარ კორძაია - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი და პერსონალური მონაცემითა დაცვის ინსპექტორი მოვალეობას თუ არ შეასრულებენ, მოვა დრო, პასუხს აგებენ

ნახვები: 562 თამარ კორძაია - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი და პერსონალური მონაცემითა დაცვის ინსპექტორი მოვალეობას თუ არ შეასრულებენ, მოვა დრო, პასუხს აგებენ

არც ერთი ოფიციალურ პირს კომფორტში არ დავტოვებთ, პასუხისმგებლობა რომ აირიდოს. როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი, ასევე პერსონალური მონაცემითა დაცვის ინსპექტორი არიან მაღალი თანამდებობის პირები და ჩვენ შევახსენებთ მათ საკუთარ მოვალეობებს. არ შეასრულებენ, მოვა დრო და პასუხს აგებენ აუცილებლად კანონის წინაშე იმისათვის, რომ მოქალაქეებს და მათ ინტერესებს არ იცავენ, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროსი ვალდებულია, რომ საჯაროდ გამოვიდეს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში, თუ როგორ მიმდინარეობს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონის საწინააღმდეგო აქციაზე სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეებზე გამოძიება.

„მივმართავ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის უფროს, კოკა კაციტაძეს - დროა გამოვიდეს და საზოგადოებას წარუდგინოს ანგარიში, რა კონკრეტული ღონისძიებები განახორციელა 2 მაისს აქციაზე დაზიანებულ ჟურნალისტებთან დაკავშირებით. ზუკა ჩხირკვია, ავთო მესხი, ლუკა ლაფერაშვილი, მინდია გაბაძე, დავით თამაზაშვილი (თუ ვინმე გამომრჩა ბოდიში). ეს მისი პირდაპირი ფუნქციაა, რომ ამ ჟურნალისტებზე ზეწოლასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთოს, თუ რას ახორციელებს. ასევე, ირაკლი წიგნაძე, გურამ ადამია, ლევან ხაბეიშვილი, დავით ქაცარავა, ალეკო ელისაშვილი - სპეციალური სამსახურების ძალადობის მსხვერპლი გახდნენ. ამ საკითხების გამოძიება არის ზუსტად, კოკა კაციტაძის უწყების ფუნქცია. ამიტომ მოვითხოვ საჯარო ბრიფინგი ჩაატაროს და შემდეგ კითხვებს პასუხი გასცეს: შედგა თუ არა თითოეულზე დაკავების ოქმი? კონკრეტულად რომელი ქვედანაყოფი იდგა შესაბამის ადგილებში? ვინ იყო ხელმძღვანელი და ვინ იყვნენ შემადგენლობის წევრები (სახელებით და გვარებით)? როგორც სპეციალური დანიშნულების რაზმიდან, ასევე, პოლიციიდან? ვინ და ზუსტად რა დროს გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაზარალებულების გადასაყვანად? რომელმა ეკიპაჟმა გადაიყვანა ისინი საავადმყოფოში და გაფორმდა თუ არა საავადმყოფოში მიყვანის ფაქტი? ვინ გამოიკითხა ან დაიკითხა ამ საქმეებზე? ყველა ამ „ქეისთან“ დაკავშირებით უნდა არსებობდეს შექმნილი და შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია. კოკა კაციტაძე გამოვიდეს და საზოგადოებას აცნობოს, რომელ „ქეისზე“ რა დოკუმენტია მისთვის წარდგენილი, რადგან ისინი აცხადებენ, რომ გამოძიება თითოეულ ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია“, - განაცხადა კორძაიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა