კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე

ნახვები: 604 გიორგი ვაშაძე - ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე

ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია.

მისივე მოსაზრებით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ერთიანობაში - ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის.

„მხოლოდ ერთ დღეში 60 მილიონი დოლარის დახარჯვა მოუწია ეროვნულ ბანკს იმისათვის, რომ კურსი შეენარჩუნებინა. ინვესტორები უარს ამბობენ ქვეყანაში ინვესტიციებზე, მიმდინარე პროექტებს დიდი საფრთხე ემუქრება, ტურისტული სექტორი მძიმე დარტყმის ქვეშ არის და როგორც ტურისტული სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, საქართველოში უქმდება ჯავშნები, სწორედ ეს მოიტანა პირველივე დღეებში „რუსული კანონის“ მიღებამ. „რუსული კანონით“ „ქართული ოცნება“ უარს ამბობს ევროინტეგრაციაზე, ფაქტობრივად, ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ცალმხრივად წყვეტს ურთიერთობას და სწორედ იქიდან შემოდინებული ფინანსური დახმარებები იყო საქართველოს ეკონომიკის მაკროეკონომიკის გარანტი.

ჩვენ ვართ საფრთხის წინაშე, რომ კიდევ უფრო მეტი უმუშევრობა, კიდევ მეტი სიღარიბე, კიდევ უფრო მეტი გაძვირებული ფასები, კიდევ უფრო მეტი პრობლემები იქნება ქვეყანაში, რაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაარტყამს.

ეს არის ის უმძიმესი რეალობა, რომელმაც დღეიდან დაიწყო შექმნა. მე მოვუწოდებ ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს, რომ უფრო ხმამაღლა და მკაფიოდ დააფიქსირონ პოზიცია. ახლა არის გადამწყვეტი პოზიცია, როდესაც ჩვენ უნდა გადავარჩინოთ საქართველო, ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი ეკონომიკა, საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობა. გამოსავალი არის ერთიანობაში. ერთიანობა საზოგადოების, პოლიტიკური სექტორის, ერთიანობა ყველაფერში იმისთვის, რომ ეს ურთულესი პერიოდი ერთიანი ძალისხმევით გადავლახოთ.

უნდა გვესმოდეს, რომ ჯერ არც სანქციებია დაწესებული, არც კონკრეტული გადაწყვეტილებებია დასავლეთის მხრიდან მიღებული და უკვე სერიოზული დარტყმაა საქართველოს ეკონომიკაზე. თუ „ქართული ოცნება“ ბოლომდე გაიტანს თავისას მძიმე ვითარებაში აღმოვჩნდებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საგარეო კურსი კვლავ შემოვატრიალოთ ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით და აღვადგინოთ პარტნიორობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს უმძიმესი ეკონომიკური კოლაფსი და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა ემუქრება, რომელიც ყველას გააღარიბებს, გამოიწვევს მეტ მიგრაციას, მეტ უმუშევრობას, მეტ სიღარიბეს.

ვწუხვარ, რომ საკუთარი თანამდებობის და ძალაუფლების შენარჩუნების მეტი არაფერი აღელვებს „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებაში მოკალათებულ დაჯგუფებას“,- განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა