პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა

ნახვები: 601 ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა

ვერტმფრენმა, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, იბრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა, - ინფორმაციას Reuters-ი ირანის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, სამაშველო ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან.

ირანული საინფორმაციო სააგენტო IRNA-ს ცნობით, ინციდენტში მონაწილე ვერტმფრენში რაისთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი და სხვა ოფიციალური პირებიც იმყოფებოდნენ. ნახევრად ოფიციალურმა ირანულმა საინფორმაციო სააგენტო Fars-მა ირანელებს მოუწოდა, პრეზიდენტ რაისისთვის ილოცონ.

CNN-ი ირანულ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ ინციდენტი მეზობელ აზერბაიჯანში ვიზიტის დროს მოხდა.

ვერტმფრენი, რომელშიც ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანი იმყოფებოდნენ აზერბაიჯანის საზღვრიდან დაბრუნებისას, მთის რელიეფის გადაკვეთის დროს ჩამოვარდა, - ამის შესახებ ირანელმა ოფიციალურმა პირმა Reuters-ს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს ვერტმფრენის ჩამოვარდნის შემდეგ საფრთხე ემუქრებათ.

”ჩვენ ჯერ კიდევ იმედი გვაქვს, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც მოდის კატასტროფის ადგილიდან, ძალიან შემაშფოთებელია”, - აღნიშნა ოფიციალურმა პირმა, რომელმაც გამოცემასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის, აჰმად ვაჰიდის განცხადებით, უამინდობის გამო, მაშველებს იმ ადგილამდე მისვლა უჭირთ, სადაც ვერტმფრენმა, რომელშიც, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი იმყოფებოდა, უხეში დაშვება განახორციელა.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას ვაჰიდმა განაცხადა, რომ „უამინდობისა და ნისლის გამო, ადგილზე მისასვლელად მაშველებს დრო დასჭირდებათ.

"ყველაფერი კონტროლს ექვემდებარება და სამაშველო ჯგუფები ასრულებენ სამუშაოს. ვიმედოვნებთ, რომ ეს რაც შეიძლება მალე მოხდება", - აღნიშნა მინისტრმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც რაისი ირან-აზერბაიჯანის სასაზღვრო ზონიდან დაბრუნების შემდეგ ირანის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ქალაქ თავრიზისკენ მიემართებოდა. ასევე გავრცელებული ინფორმაციით, სამი ვერტმფრენიდან ერთ-ერთმა უხეში დაშვება მას შემდეგ განხორციელა, რაც მას ძლიერი ნისლის გამო პრობლემები შეექმნა. ორ ვერტმფრენი კი დანიშნულების ადგილას უსაფრთხოდ დაეშვა.

19 მაისს, აზერბაიჯანისა და ირანის სახელმწიფო საზღვარზე პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და ებრაჰიმ რაისის შეხვედრა გაიმართა. აზერბაიჯანისა და ირანის პრეზიდენტების მონაწილეობით „ხუდაფერინის“ ჰიდროელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება და „გიზ გალას“ ჰიდროელექტროსადგურის გახსნის ცერემონია შედგა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა