კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

ნახვები: 414 ანრი ოხანაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლებს შეხვდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის მრჩეველს, ჟულიენ კრამპს და ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების პროგრამის მრჩეველს, ანე ბირგიტე ჰენსენს.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს პოზიციები აქტუალურ პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებზე. ანრი ოხანაშვილმა სტუმრებს გააცნო ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია მომდევნო წლებში და განსაკუთრებით, 2022 წელს.

„თებერვლის პირველ კვირაში პარლამენტის საგაზაფხულო სესია იწყება და შესაბამისად, საკმაოდ აქტიური პოლიტიკური პროცესები გველოდება წინ. ამიტომ, ყველა იმ აქტუალურ საკითხზე, რომელიც ახლო მომავალში კომიტეტსა თუ პლენარულ სხდომაზე შეიძლება მსჯელობის საგანი გახდეს, გავცვალეთ ჩვენი მოსაზრებები. საბოლოოდ, ევროკავშირის წარმომადგენლებთან საკმაოდ ნაყოფიერი და მეგობრული შეხვედრა შედგა", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა