Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

„დროას“ მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიციის ნაწილმა მოქალაქეებთან ერთად მოაწერა ხელი

ნახვები: 412 „დროას“ მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ოპოზიციის ნაწილმა მოქალაქეებთან ერთად მოაწერა ხელი

მოძრაობა „დროას" მიერ მომზადებულ უკრაინის მხარდამჭერ განცხადების ტექსტს ოპოზიციის ნაწილმა მოქალაქეებთან ერთად, პარლამენტის წინ მოაწერა ხელი.

მათი განმარტებით, განცხადების ტექსტი უკრაინის მიმართ მხარდაჭერას მკაფიოდ გამოხატავს და ხაზგასმულია, რომ აგრესორი რუსეთის ფედერაციაა.

ხელმომწერები არიან: მოძრაობა „დროა", პარტია „ლელო საქართველოსთვის", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „საქართველოს რესპუბლიკური პარტია", „სტრატეგია აღმაშენებელი", მოძრაობა „სირცხვილია", არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველები".

„იმ პირობებში, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა, რომელიც საერთაშორისო ასპარეზზე წარმოგვადგენს, ხაზგასმით არა მხოლოდ არ აქტიურობს ამ მიმართულებით, არამედ ღიად ერიდება ძალიან მარტივი ჭეშმარიტების თქმას, რომ უკრაინას ჰყავს კონკრეტული აგრესორი, რუსეთი. მთელი მსოფლიო ლაპარაკობს კონკრეტულად რუსეთის აგრესიაზე და არა ჰიპოთეტურ აგრესიაზე. ამის არხსენება ნიშნავს ჩვენი ინტერესების შესუსტებას და არდაცვას. ერთადერთი, რაც ჩვენ დღეს რუსეთისგან გვიცავს, არის დასავლეთის კონსოლიდირებული პასუხი, რასაც ვხედავთ უკრაინის შემთხვევაში. ამ პირობებში ჩვენ, მოქალაქეებს გვაქვს საშუალება, დავანახოთ მსოფლიოს, რომ მთავრობის პასიურობა არ ნიშნავს, რომ საქართველოსთვის სულ ერთია ის, რაც ხდება. ჩვენ ვნახეთ კიდეც უკრაინის ელჩის მადლობა საქართველოს მოქალაქეებისადმი, რომლებიც აქტიურობენ უკრაინის სოლიდარობის თვალსაზრისით. ეს აქციაც არის ერთ-ერთი აქცია, ვაჩვენოთ, რომ ოპოზიციაც და მოქალაქეებიც არიან სოლიდარული. შეიძლება პასიურობს მთავრობა, მაგრამ აქტიურობს საზოგადოება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

ფოტო:საქართველოს პირველი არხი

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა