კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - საკითხი მარტივადაა, შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა - „ქართული ოცნება“ თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენპროკურორის თანამდებობაზე თავისი კაცი ეყოლება

ნახვები: 519 რომან გოცირიძე - საკითხი მარტივადაა, შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა - „ქართული ოცნება“ თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენპროკურორის თანამდებობაზე თავისი კაცი ეყოლება

საკითხი მარტივადაა, [ირაკლი] შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. „ქართული ოცნება“ აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე, - ამის შესახებ ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

დეპუტატის შეფასებით, ირაკლი შოთაძე „გაწირეს, რადგან თანამდებობაზე მყოფი პირის დასანქცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თანამდებობაზე ნამყოფისა”.

„მორიგ შეთქმულების თეორიებში რომ არ გადავვარდეთ გენერალური პროკურორის „ავადმყოფობის“ გამო გადადგომის შეფასებისას. საკითხი მარტივადაა, შოთაძეს ერთი წლის შემდეგ გასდის ვადა. „ქართული ოცნება“ აქედანვე იჭერს თადარიგს და არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ეყოლება თავისი კაცი, ისევე როგორც უზენაეს სასამართლოში და სხვა ძნელად მოსახსნელ თანამდებობებზე. შოთაძეობას კი ნებისმიერი მათი დანიშნული პირი იკისრებს, თანაც უფრო ენერგიულად, ახალი ცოცხის პრინციპით.

შოთაძე მისი მოხსნით, რა თქმა უნდა, არ იქნება ბედნიერი. კარგად იცის, რომ თანამდებობაზე მყოფი პირის დასანქცირება გაცილებით რთულია, ვიდრე თანამდებობაზე ნამყოფისა. ფარცხალაძის მაგალითი წინ უდევს. გაწირეს ფაქტობრივად, დასანქცირების მთავარი კანდიდატი გახდა მოძალადე პოლიციელებთან ერთად“,- წერს დეპუტატი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა