კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე - საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“ და ამიტომ შემოაგდო ეს თემა

ნახვები: 565 გიორგი ვაშაძე მუქარის შესახებ პრემიერის განცხადებაზე - საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“ და ამიტომ შემოაგდო ეს თემა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე დარწმუნებულია, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არაა და მან „უარი უთხრა „რუსულ კანონს“ და ივანიშვილის პარტიას“.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყიდან, „ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება“.

„დარწმუნებული ვარ, რომ სისტემის ჩამოშლა დაიწყო. მადლობა მინდა ვუთხრა ქუჩაში მყოფ დემონსტრანტებს. 26-შიც ბევრი უნდა ვიყოთ. როდესაც გენერალური პროკურორი ფაქტობრივად გარბის ქვეყიდან და გაურბის პასუხისმგებლობას, განსაკუთრებით ვეტოს გადალახვის წინა კვირაში, ეს ნიშნავს, რომ სისტემა ჩამოიშლება. ასე სათითაოდ დაიშლება „ქართული ოცნება“.

მინდა კიდევ ერთხელ მივმართო „ქართული ოცნების“ დეპუტატებს - მეგობრებო, გენერალური პროკურორი წავიდა, ჯობს თქვენც უარი თქვათ ვეტოს გადალახვაზე ხმის მიცემაზე.

მე ზუსტად ვიცი, რომ ჯანმრთელია [ირაკლი შოთაძე]. ჯანმრთელად იაზროვნა და უარი უთხრა “რუსულ კანონს” და ივანიშვილის პარტიას”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გარდა ამისა ვაშაძე სწორედ პოსტიდან შოთაძის წასვლას უკავშირებს ირაკლი კობახიძის მიერ დღეს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულ გაკეთებულ განცხადებას.

ვაშაძის აზრით, კობახიძემ ეს განცხადება შოთაძის გადადგომის გადასაფარად გააკეთა.

„კობახიძემ ეს განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ საზოგადოებას ვერ უმალავენ გენერალური პროკურორის ფაქტობრივად გამიჯვნის საკითხს, რომელიც გაემიჯნა „რუსულ კანონს“, ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს და ამიტომ შემოაგდო ეს თემა, მეტი არაფერი. იცოდეთ, ეს არის ის მეთოდოლოგია, რომელსაც კობახიძე მუდმივად იყენებს იმისთვის, რომ მათთვის დამანგრეველი გზავნილი, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი გენერალური პროკურორი ვეტოს დაძლევამდე გადადგა. უნდათ, ეს თემა გადაფარონ. დანარჩენი, მთელი შინაარსი, სისულელე იქნება. თუ ეს არ გაჭრის, კიდევ სხვას მოიგონებენ“, - განაცხადა ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა