კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიგა ბოკერია - იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა

ნახვები: 575 გიგა ბოკერია - იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა

ყველა, ვინც კობახიძის განცხადებას ისმენს და იცის, რომ მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი ივანიშვილი დგას, ამ რეჟიმის ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის განცხადებას, სადაც ირაკლი კობახიძე ევროკომისართან საუბრის დეტალებზე, მათ შორის მუქარაზე საუბრობს.

გიგა ბოკერიას თქმით, საქართველოს ამ რეჟიმის დემოკრატიული ცვლილების გარდა სხვა გზა არ გააჩნია.

„ყალბი თავმდაბლობის გარეშე უნდა ვთქვა, რომ იშვიათია, როცა არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ხოლმე. ვინც არ იყო აქამდე დარწმუნებული, რომ ამ მთავრობის შეცვლა აუცილებელია, ამას რომ ისმენს იმ კაცისგან, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ჰქვია და როცა იცის, მის უკან კიდევ უფრო პოლიტიკური ავადმყოფი დგას ივანიშვილის სახით, ცვლილების აუცილებლობაში უნდა დარწმუნდეს“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ევროკომისართან სატელეფონო საუბრის დეტალებზე საუბრობს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, ევროკომისარმა მას უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, დასავლელმა პოლიტიკოსებმა შესაძლოა გარკვეული ზომები მიიღონ და ამავე კონტექსტში მან სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე განხორციელებული "ტერორისტული თავდასხმაც" ახსენა.

„ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა - „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“, - ნათქვამია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა