კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი გახარია - უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით

ნახვები: 591 გიორგი გახარია - უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით

ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აღნიშნავს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამწუხაროა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მისვლა.

„უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს. ივანიშვილის რეჟიმი ღია კონფრონტაციაში შევიდა საკუთარ ხალხთან და დაჟინებით ანგრევს საქართველოს მიერ ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ათწლეულების განმავლობაში, დიდი ძალისხმევით მიღწეულ შედეგებს. ყველა, ვინც მონაწილეობს საქართველოს ევროპული მომავლის და დემოკრატიის განადგურების მცდელობაში, პირადად აგებს პასუხს. დარწმუნებული ვართ, საქართველოს მეგობრები ქართველი ხალხის მხარდამხარ დარჩებიან ავტორიტარიზმის, იზოლაციის და შეზღუდული სუვერენიტეტის წინააღმდეგ ბრძოლაში“, - წერს გიორგი გახარია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა