Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში

ნახვები: 545 სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში

დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით - მტკიცედ მწამს, საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ.

„არაა შემთხვევითი, რომ საქართველოსათვის გადამწყვეტ დროს ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმ დამოუკიდებლობას, რომელიც 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები. ჩემი წინაპრებისადა ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ, ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისთვის. საქართველოში ჩამოსვლამდე ეს პირობა მივეცი ჩემს თავს და ჩამოსვლის პირველივე დღიდან, სწორედ ეს მიზანი მამოძრავებს. ეს პირობა მოგეცით თქვენ, როდესაც კონსტიტუციაზე დავდე ფიცი. მინდა იცოდეთ, რომ არც ჩემს თავს, არც ჩემს ფიცს და არც ჩემს ხალხს არ ვუღალატებ!

თქვენი ხმა მესმის და ვიცი, რა განცდებითა და რა ემოციებით ხართ. ვიცი, რომ თქვენს გულში შემოპარულია რაღაც გაურკვევლობა, დაბნეულობა, გაურკვევლობა და შიშიც კი. ვიცი, რამდენად აუტანელია ის ფიქრი, რომ რისთვისაც აქამდე, ყველა ერთად ვიბრძოდით, დღეს ვითომცდა ხელიდან გვეცლება, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს!

არ დავუშვებთ! ჩვენ აქ ვართ ადამიანები, ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებულები, ვისაც გვახსოვს საქართველო დამოუკიდებლობამდე და ვისაც სწამდა, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის წმინდა მიზანს მივაღწევდით და აქ ხართ ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებელ, თავისუფალ საქართველოში დაიბადეთ და ვერც წარმოგიდგენიათ სხვანაირი საქართველო. ვერ წარმოგიდგენიათ სწორედ იმიტომ, რომ ხართ თავისუფალნი, დამოუკიდებელნი და ვერასდროს შეეგუებით მონობას.

დღეს თქვენით და ახალი თაობის შემართებით იბადება ახალი საქართველო და წარმოიქმნება ახალი ენერგია. საქართველომ კიდევ ერთხელ, ისევე, როგორც მრავალჯერ საკუთარ ისტორიაში, გვაჩვენა თავისი ნამდვილი სახე - შიშის გარეშე, შურის გარეშე და სიძულვილის გარეშე; ქვეყნის ახალი ენერგია მოდის ახალი სიტყვით, ახალი აღქმით, გამბედაობით, სიყვარულით, ერთობით, ღირსებით და მას ვერაფერი გააჩერებს!

დღევანდელ საქართველოს ვერავინ აიძულებს, ხელახლა იცხოვროს სხვისი მრწამსით, სხვისი დოგმებითა და ბორკილებით; სწორედ ამიტომ მტკიცედ მწამს - საქართველოს ვერავინ და ვერასოდეს დააბრუნებს წარსულში. მჯერა და მინდა, თქვენც დაგარწმუნოთ, რომ არც ჩიხში ვართ შესულნი, არც ჩაკეტილ წრეზე ვტრიალებთ და არც უიმედობასა და ნიჰილიზმს აქვს ადგილი ჩვენში. ჩვენი ქვეყნის ბედი ჩვენს ხელშია და გამოსავალიც ჩვენვე უნდა მოვნახოთ,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა