კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტური და უპერსპექტივოა

ნახვები: 558 ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო უწყება - ირაკლი კობახიძის განცხადება აფხაზეთის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტური და უპერსპექტივოა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნების სურვილის შესახებ პოპულისტურ და არაპერსპექტიულ განცხადებად აფასებს.

„აშკარაა, რომ ასეთი პოპულისტური განცხადებები ჟღერდება მორიგი საპარლამენტო არჩევნების წინ და მიმართულია, უპირველეს ყოვლისა, შიდა აუდიტორიაზე“, - აცხადებენ ე.წ. სამინისტროში.

მათი მტკიცებით, საქართველოს ხელმძღვანელობის ნებისმიერი მცდელობა, „დააბრუნოს აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში“, აბსოლუტურად უპერსპექტივოა.

“აუცილებლად მიგვაჩნია კიდევ ერთხელ განვაცხადოთ, რომ აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და აგრძელებს საკუთარი სუვერენიტეტის განმტკიცების გზას აფხაზეთის რესპუბლიკის ხალხმა გააკეთა თავისი საბოლოო არჩევანი და ეს არჩევანი არანაირ გადახედვას არ ექვემდებარება“, - აცხადებენ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „აღთქმული მიწა“, ანუ ქართული ოცნებაა, „საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 40 წლის თავზე - 2030 წელს ვიცხოვროთ ერთიან და ძლიერ საქართველოში ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად, ერთიანი და ძლიერი საქართველო უნდა გახდეს 2030 წელს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი".

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა