კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სოც. დაუცველების კვებისთვის 2 ლარი და 25 თეთრი-ქუთაისის მერიის ახალი გადაწყვეტილება

ნახვები: 408 სოც. დაუცველების კვებისთვის 2 ლარი და 25 თეთრი-ქუთაისის მერიის ახალი გადაწყვეტილება

„უფასო სასადილოებში 800-მდე ყველაზე გაჭირვებული ადამიანების გამოკვებაზე დღეში იხარჯება 2.25 თეთრი",-ამიშ შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ განაცხადა

ქუთაისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კვების უზრუნველსაყოფად ახალი ტარიფი დაადგინა. ხორციანი სადილის მომზადება უფასო სასადილოში წელს თითქმის შეუძლებელი იქნება, რადგან გაძვირებული პროდუქტების ფონზე, ერთი ულუფისთვის მერიამ 2 ლარი და 25 თეთრი გამოყო.

"ქუთაისის მერმა პირველი რაც გააკეთა, გაიორმაგა ხელფასი 5 500 ლარამდე და მთელ ქუთაისს ეწუწუნება, რომ ესეც საკმარისი არ არის. უფასო სასადილოებში 800-მდე ყველაზე გაჭირვებული ადამიანების გამოკვებაზე დღეში იხარჯება 2.25 თეთრი. შიგნით არსებული უმძიმესი სიტუაციის გამო, ვერ ხერხდება ადამიანების გამოკვება ადგილზე. ამის პარალელურად ქუთაისის მერი წელს აპირებს, 400 000 ლარი დახარჯოს მარტო საკუთარი ოფისის ხარჯებისთვის", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გიგა შუშანია.

უფასო სასადილოების ადმინისტრაციის წარმომადგენლის პოზიციას, ვალერი ვეფხვაძის თქმით, ზემოხსენებული თანხა ბენეფიციარებისთვის კვებისთვის საკმარისია.

"ყველანაირად მოწესრიგებულია, გათვლილია ადამიანის კალორაჟის მიხედვით", - ამბობს ვალერი ვეფხვაძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა