თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

რომან გოცირიძე უმრავლესობას - თქვენ ხართ საკუთარი თავის მტრები, მაგრამ თქვენი მტრობით, ღალატით, ქვეყანას მტრობთ

ნახვები: 560 რომან გოცირიძე უმრავლესობას - თქვენ ხართ საკუთარი თავის მტრები, მაგრამ თქვენი მტრობით, ღალატით, ქვეყანას მტრობთ

ვინ არ გაგაფრთხილათ. ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში არსებული ცხოველების გარდა, ყველანი გაფრთხილებდათ, ის ცხოველებიც ალბათ, ახლა სირცხვილისაგან იტანჯებიან. რა უნდა ჩამოგესმათ, ციდან ღმერთის ხმა თუ გამოგაფხიზლებთ, მაგრამ თქვენი მხრიდან ღმერთიც ფარისევლობაა. დადიხართ და მარშირებთ, რაღაც სიწმინდის დღეს და რაღაც სისულელეებს რომ უჭერთ ვითომ მხარს, სინამდვილეში კი, ძალადობას უჭერთ მხარს, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ ლიდერმა, რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები დღეს ქვეყნის მიმართულებას ცვლიან.

„შოთა რუსთაველის სიტყვებია - „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია“. თქვენ ხართ საკუთარი თავის მტრები, მაგრამ თქვენი მტრობით, ღალატით, ქვეყანას მტრობთ. თქვენ დღეს ქვეყნის მიმართულებას ცვლით, დღეს სამართლებრივად გაფორმდება ბიძინა ივანიშვილის მიერ მიტინგზე გაკეთებული განცხადებები, მისი ახალი პროგრამა საქართველოს რუსეთის სივრცეში დაბრუნებასთან დაკავშირებით. თქვენ ებრძვით მეგობრებს, თქვენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც არიან ქვეყნის დამოუკიდებლობის გარანტი, მტრებად გამოაცხადეთ და თქვენ მეგობრად გამოაცხადეთ პირსისხლიანი რუსეთის რეჟიმი. თქვენ დაკარგეთ ყველა მეგობარი, ბოლო მეგობარიც კი, უნგრული ჩინოვნიკების სახით, როდესაც უნგრეთის წარმომადგენელს საშინელი ცილი პრემიერ-მინისტრად წოდებულმა ადამიანმა დასწამა. თქვენ ყველა გაფრთხილებთ, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობა, ასევე ახალგაზრდები ქუჩაში. აგრეთვე, ლონდონის ბირჟამ გაგაფრთხილათ, რომელმაც გითხრათ, რომ ეკონომიკა ჩამოგენგრევათ, თუკი ღალატის გზას დაადგებით, ამ კანონის გაფორმებით. ქართული კომპანიების აქციები მაისიდან მოყოლებული დღემდე 25%-ით გაუფასურდა.

ასევე, თქვენ გაგაფრთხილათ ლარმა, კანონის მიღების დღესვე ლარი დაეცა და 60 მილიონი დოლარის ინტერვენციების განხორციელება ეროვნულ ბანკს მოუწია. რაც აპრილის თვის განმავლობაში რეზერვები აგროვა, ერთ დღეში მიაყარა და დაკარგა. დღეს ასევე, გაგაფრთხილებთ ლარი. დღესაც, როგორც კი ამ ღილაკს 85 ადამიანი ხელს დააჭერთ, რომელსაც ელემენტარული ნებელობა არ აქვს, რომ შეეწინააღმდეგოს იმ ერთ ახირებულ და არაადეკვატურ ადამიანს, დარწმუნებული ვარ 100%-ით, რომ ლარის გასაჩერებლად კიდევ ათეულ მილიონობით ფულის დახარჯვა ეროვნულ ბანკს მოუწევს. პარლამენტის თავმჯდომარევ, თქვენ ევროპის 6 ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა გაგაფრთხილეს.

ვინ არ გაგაფრთხილათ. ბიძინა ივანიშვილის ზოოპარკში არსებული ცხოველების გარდა, ყველანი გაფრთხილებდათ, ის ცხოველებიც ალბათ, ახლა სირცხვილისაგან იტანჯებიან. რა უნდა ჩამოგესმათ, ციდან ღმერთის ხმა თუ გამოგაფხიზლებთ, მაგრამ თქვენი მხრიდან ღმერთიც ფარისევლობაა. დადიხართ და მარშირებთ, რაღაც სიწმინდის დღეს და რაღაც სისულელეებს რომ უჭერთ ვითომ მხარს, სინამდვილეში კი, ძალადობას უჭერთ მხარს“, - განაცხადა გოცირიძემ.

ასევე, გოცირიძემ უმრავლესობის დეპუტატებს მოუწოდა, რომ კარგად დაფიქრდნენ, სანამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე ვეტოს-ს დაძლევას მხარს დაუჭერენ.

„დღეს, ცოტა დრო კიდევ გაქვთ. ეს 85 ადამიანი, რომელიც საკუთარ წვენში იხარშებით, ამ დარბაზის გარეთ ვერ იხედებით, ვინაიდან ამ დარბაზის გარეთ თქვენს მიმართ სიძულვილის კორიანტელი მოდის, ერთმანეთს ამხნევებთ, იცით, რომ საშინელებას სჩადიხართ. 10 კაცია საჭირო. თუ 10 ხმა დააკლდება, დღეს ეს ადამიანები საკუთარ რეპუტაციას გადაირჩენენ, შეუძლიათ პატიოსანი სინდისით შევიდნენ ოჯახებში, სანამ ხელს დააჭერთ საკუთარ გულისთქმას დაუგდეთ ყური! და ჰკითხეთ რას გეტყოდათ თქვენი მეზობელი, მეგობარი, (დიდად რელიგიურები რომ ხართ) მოძღვარი, შვილი და მერე გადაწყვეტილება მიიღეთ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა