კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

თეონა აქუბარდია უმრავლესობას - გეკითხებით, თუ არაღიარების პოლიტიკას აღარ ცნობთ, მაშინ რისთვის დადიხართ ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, სტეიკის საჭმელად ხომ არა?!

ნახვები: 569 თეონა აქუბარდია უმრავლესობას - გეკითხებით, თუ არაღიარების პოლიტიკას აღარ ცნობთ, მაშინ რისთვის დადიხართ ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, სტეიკის საჭმელად ხომ არა?!

გეკითხებით, თუ არაღიარების პოლიტიკას აღარ ცნობთ, მაშინ რისთვის დადიხართ ლათინურ ამერიკაში, სხვა ქვეყნებში, სტეიკის საჭმელად ხომ არა?! -ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს.

აქუბარდიას განცხადებით, პაპუაშვილი რუსეთის პროპაგანდის მთავარ გამხმოვანებლად იქცა.

„როდესაც თქვენ კითხვას გისვამენ ვიზიტებზე, თქვენ ამბობთ, რომ არაღიარების პოლიტიკით დადიოდით. დღეს ჩვენ გვეუბნებით, რომ არაღიარების პოლიტიკა არ არსებობს. ჩემთვის გასაგებია ისიც, რატომ აღარ იღებთ ხმას ანექსიის იმ ფაქტებზე, რომელსაც რუსეთი ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ახორციელებს. გასაგებია ჩემთვის ის, თუ რა გზას დაადექით რუსეთის სასარგებლოდ. დღეს, როდესაც საქართველოს ისტორია იწერება პარლამენტთან, რუსთაველის გამზირზე და როდესაც კიდევ ერთხელ გვიწევს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობის გაწევა არა მხოლოდ ოკუპანტ სახელმწიფოსთან, არამედ ოკუპანტი სახელმწიფოს შემხიდებელ პოლიტიკურ ძალასთან, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია, დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ქართველი ხალხი მოიგებს და თქვენ დაასრულებთ თქვენს სამარცხვინო საქმიანობას ქვეყანაში“, - მიმართა აქუბარდიამ პაპუაშვილს.

მის განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა: „ქალბატონო თეონა, არ ვიცი, თქვენ საერთოდ ისტორიაში შეხვალთ თუ არა და როგორ, მაგრამ ჩემს პირად ისტორიაში შეხვალთ, როგორც ადამიანი, რომელმაც ჩემი ყველაზე მეტი ინტერვიუ ვერ გაიგო“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა