კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სენატორი ჯინ შაჰინი - "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

ნახვები: 556 სენატორი ჯინ შაჰინი - "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის

იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა არა - გაკვირვებული, - ამის შესახებ დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს პარლამენტის მმართველი უმრავლესობის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის თაობაზე წერს.

"ჩემი [წარდგენილი] "ქართველი ხალხის აქტი" უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საქართველოში დემოკრატიას საფრთხეს უქმნის და უგულებელყოფს ქართველი ხალხის უდიდეს სურვილებს", - წერს სენატორი შაჰინი პლატფორმა "X"-ზე.

პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ და სალომე ზურაბიშვილის მიერ ვეტოდადებულ პროექტს 84 ხმით დაუჭირეს მხარი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა