კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა წითლიძე - მთავრობამ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ონკოპაციენტი ბავშვები გაწირა

ნახვები: 486 ანა წითლიძე - მთავრობამ საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ონკოპაციენტი ბავშვები გაწირა

ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფომ იზრუნოს ონკოპაციენტებზე, საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ბავშვი, რომელიც ებრძვის ამ მძიმე სენს, გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა, რადგან მათი მკურნალობის დაფინანსება პირდაპირ არის მიბმული ევროპასთან, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.

„ეს კანონი ცხადია შეეხება ყველას, განსაკუთრებით ისეთ ადამიანებს, როგორებიც არიან ბავშვები, ონკოლოგიური პაციენტები, რომლის მკურნალობის დაფინანსებაც პირდაპირ არის მიბმული ევროპას და თითოეული ეს ბავშვი ფაქტობრივად, რჩება მკურნალობის გარეშე და თითოეული ეს ბავშვი, რომელიც ამ მძიმე სენს ებრძვის, ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფოსთვის იყოს პრიორიტეტული, სახელმწიფომ გააკეთა პირიქით და საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად თითოეული ეს ბავშვი გაწირა იმისთვის, რომ მათ ვერ ექნებათ სათანადო მკურნალობა“, - განაცხადა ანა წითლიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა