კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დიდია მედიის წვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 425 დიდია მედიის წვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში-ირაკლი ქადაგიშვილი

პრეზიდენტი გარკვეულწილად სწორად უდგება, როდესაც მარტო პოლიტიკოსებზე და პოლიტიკურ პარტიებზე არ საუბრობს თანხმობასთან დაკავშირებით, რადგანაც პოლიტიკოსები არიან საზოგადოების ყველაზე აქტიური, მაგრამ მაინც მისი ნაწილი, - ასეთი კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და მედიის წარმომადგენლების გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას.

ქადაგიშვილის თქმით, კონსენსუსი საზოგადოებაში გაცილებით ფართო უნდა იყოს.

„ტყუილად არ შეარჩია პრეზიდენტმა მათ შორის მედიასთან შეხვედრის ეს ფორმატი, რადგანაც მედიის წვლილი საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში არის უაღრესად დიდი. ყველაზე წონადი წვლილი აქვს მედიას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში. მიმაჩნია, რომ ამ გაგებით პრეზიდენტის ეს ნაბიჯი გარკვეულწილად იმას გულისხმობდა, რომ მედია იყოს თავისუფალი, მედია იყოს ობიექტური, სამართლიანი, მათ შორის კრიტიკულიც. პოლიტიკური ოპოზიცია და პოლიტიკური ოპოზიციის მართვის ქვეშ მყოფი მედიასაშუალებები თავიდან ბოლომდე მუშაობენ იმაზე, რომ მოხდეს ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია.

რა არის მიზანი - მიზანი არის მერკანტილური, რომ იქნებ ამან მოსახლეობაში გამოიწვიოს სრული ნიჰილიზმი, ნდობის დაკარგვა სახელმწიფოს ინსტიტუტების მიმართ და შემდეგ, იქნებ რამენაირად რევოლუციური სცენარი ამოქმედდეს. იგივე, ოპოზიციის მიმართულებითაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობაში ნდობა არ არის. ეს ნიჰილიზმი, რომლის პროპაგანდა მუდმივად ხდება, ჩვენ ვერ ვხვდებით, რომ ანგრევს არა მარტო, როგორც ჰგონიათ, „ქართულ ოცნებას", არამედ აზიანებენ მთლიანად, ხალხის თვალში სახელწიფოს და ქვეყნის ინსტიტუტებს. რაც უფრო ობიექტური და სამართლიანი იქნება კრიტიკა და არ იქნება პოლიტიკური ოპოზიციის რადიკალური ნაწილი და მასთან აფილირებული ტელევიზიები ყველაფრის ნეგატივში წარმოჩენით დაკავებული, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის, უკეთესი იქნება საზოგადოებისთვის და უკეთესი იქნება პოლიტიკური აქტორებისთვის. თუ ცოტა შორს გავიხედავთ.

ხელისუფლება ბევრს აკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფოსა და მისი ორგანოების მიმართ იყოს ნდობა. ნდობა რომ არსებობს, ერთი წლის განმავლობაში არჩევნებში გამოჩნდა და საზოგადოებამ „ქართულ ოცნებას" ეს მხარდაჭერა ორჯერ აღმოუჩინა ერთი წლის განმავლობაში. პრეზიდენტი ამბობს სწორედ ამას - ნუ ცდილობთ ოპოზიცია და მასთან აფილირებული მედიასაშუალებები, რომ ოღონდ პოლიტიკური მერკანტილური მიზნები იყოს მიღწეული, ყველაფერზე წახვიდეთ, ყველანაირი ტყუილი გაავრცელოთ, ოღონდ დისკრედიტაცია მოხდეს. უკრაინასთან მიმართებაშიც რაც ხდება ამ რეზოლუციაზე, არის კიდევ ერთი ნათელი გამოვლინება ამისა", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა