თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ პოლიტიკური პარტიები ხელს დღეს, მოაწერენ

ნახვები: 470 პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ პოლიტიკური პარტიები ხელს დღეს, მოაწერენ

პოლიტიკური პარტიები დღეს, საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ „ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს.

ხელმოწერის პროცესი ორბელიანების სასახლეში 11:00 საათიდან დაიწყება.

როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არის პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ. მათ შორისაა „გირჩი“, რომლის ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ თქვა, რომ დოკუმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციებია საჭირო.

„ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

რას ითვალისწინებს პრეზიდენტის შეთავაზება - "ქართული ქარტიის" სრული ტექსტი იხილეთ ბმულზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა