კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

"ქართული ოცნება" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვაში ადანაშაულებს

ნახვები: 389 "ქართული ოცნება" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვაში ადანაშაულებს. ამის შესახებ "ოცნების" წევრმა კახა კუჭავამ, დღეს, 3 დეკემბერს, გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთელი საქართველოს საზოგადოებას მოვუწოდებთ, გამოხატონ საკუთარი პოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების დათესვის უკიდურესად სახიფათო ფაქტებთან დაკავშირებით- ამბობს კუჭავა.

"ოცნება" "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ბრალს სდებს ქვეყნის მთავარი პარტნიორებზე "თავდასხმაში".

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ ჩვენს სტრატეგიული პარტნიორებზე თავდასხმებისგან. საინტერესოა და კითხვა ჩნდება, თუ რას უწუნებენ „ნაციონალური მოძრაობა" და მისი ვითომ ევროპელი ლიდერები ამერიკის ელჩს და რა ტიპის ქმედებებში ითხოვენ მათ მხარდაჭერას? რა თქმა უნდა, მათი სურვილი შეიძლება იყოს, რომ ყველა ის უკანონო ქმედებები, რომელიც მათ განახორციელეს: ძალადობრივი შეტევები პარლამენტზე, ცესკოზე, სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების ფორმად დადგენილი სამაჯურის დემონსტრაციულად მოხსნა, რომ იქნას შეფასებული დემოკრატიისა და კანონიერების დაცვად, თუმცა ეს ასე ვერ იქნება. ასეთი ადამიანები, თავს უფლებას აძლევენ, თავისუფალი სამყაროს ლიდერების სრულუფლებიან წარმომადგენლებს დაესხან თავს და მოსთხოვონ მას თავისუფალ არჩევნებში გამარჯვებული დამარცხებულად გამოაცხადოს, ხოლო დამარცხებული გამარჯვებულად სცნონ," - თქვა კუჭავამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა