კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნინო წილოსანი - ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ

ნახვები: 546 ნინო წილოსანი - ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ

ფსიქოლოგიური ტერორის შემდეგ ადევნებაზეც გადავიდნენ - ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ის პოლიტიკოსი და აქტორი, რომელიც ამ ყველაფერს ახალისებს, პირდაპირ დანაშაულებრივი სქემის მონაწილეა.

როგორც წილოსანი აღნიშნავს, ადევნების გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული.

„ამ პატარა დაჯგუფებას უნდა, რომ ის რაც კანონით დასჯადია, ის, რაც ყველანაირი ნორმებით მიუღებელია, გაასაღოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებაში, ასევე აქტივიზმში. გუშინდელ შემთხვევასთან დაკავშირებით 5 საათზე ვარ გამოკითხვაზე დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში და აუცილებლად, დეტალურად აღვწერ ამ მარაზმს, რასაც ადამიანურ ენაზე ფაშიზმი, მაგრამ კანონის ენაზე ადევნება ჰქვია.

ფაქტია, რომ მთლიანად ეს ფაშისტური მოქმედებები წახალისებულია ოპოზიციური ლიდერების მხრიდან, მათ შორის, იმ პოლიტიკოსებისგან და აქტივისტებისგან, რომლებიც ქვეყნის შიგნით და გარეთ მოქმედებენ. ფაქტია, რომ მათი მხრიდან წახალისების შედეგად, კიდევ უფრო მძიმე ფორმებს იღებს ეს ყველაფერი. ზუსტად ის, რასაც აქამდე შემთხვევითობას აბრალებდნენ თითქოს გადაეყარნენ რომელიმე ჩემს კოლეგას და იქვე აქტივისტმა გამოხატა შეშფოთება და ეს გამოხატვის თავისუფლება იყო გუშინდელმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არანაირ სპონტანურობას არ აქვს ადგილი. ეს არის კარგად გამიზნული და გათვლილი," - განაცხადა წილოსანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა