კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს

ნახვები: 494 „ქართულ ქარტიას“ 17 პარტია და 5 დამოუკიდებელი დეპუტატი აწერს ხელს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია "ქართულ ქარტიაზე" ხელმომწერი პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

კერძოდ, ორბელიანების სასახლეში „ქართულ ქარტიას” დღეს ხელი მოაწერეს პოლიტიკურმა პარტიებმა:

საქართველოს მწვანეთა პარტია - გია გაჩეჩილაძე ;

სამართლიანობისთვის - ეკა ბესელია ;

დროა - ელენე ხოშტარია;

გირჩი - მეტი თავისუფლება - ზურაბ ჯაფარიძე ;

ევროპელი დემოკრატები - პაატა დავითაია;

კანონი და სამართალი - თაკო ჩარკვიანი;

ლელო საქართველოსთვის - მამუკა ხაზარაძე ;

ახალი - ნიკა მელია ;

მოქალაქეები - ქეთევან თურაზაშვილი ;

ანა დოლიძე ხალხისთვის - კახაბერ დვალიშვილი ;

თავისუფლება - ზვიად გამსახურდიას გზა - ირაკლი ჯამბურია;

სტრატეგია აღმაშენებელი - პაატა მანჯგალაძე;

ევროპული საქართველო - გიგა ბოკერია;

რესპუბლიკური პარტია - დავით ბერძენიშვილი ;

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - თინა ბოკუჩავა ;

მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის - ნიკა მაჭუტაძე;

ეროვნულ - დემოკრატიული პარტია - ბაჩუკი ქარდავა;

 

დამოუკიდებელი დეპუტატები:

ნატო ჩხეიძე;

როსტომ ჩხეიძე;

თამარ კორძაია;

ხატია დეკანოიძე;

არმაზ ახვლედიანი.

„ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა. ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმადვე, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია „ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა