კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ივანიშვილს თუ მისცემთ ხმას, გადაგიხურავთო-რას ჰყვებიან ყვარელში მცხოვრები სეტყვით დაზარალებულ ოჯახები

ნახვები: 380 ივანიშვილს თუ მისცემთ ხმას, გადაგიხურავთო-რას ჰყვებიან ყვარელში მცხოვრები სეტყვით დაზარალებულ ოჯახები

"სახურავი მოხდილია, 7 თვეზე მეტია ასეთ დღეში ვცხოვრობ",-ამის შესახებ განაცხადება ყვარელში მცხოვრებმა სტიქიით დაზარალებულმა ზურაბ ქორთიაევამ გააკეთა.

 

ყვარელში, რამდენიმე სოფელში მოსახლეობა ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს. დაპირებისა და ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის მიუხედავად, გასული წლის ზაფხულში ქარისა და სეტყვის გამო დაზარალებული მოქალაქეების ნაწილს სახლის სახურავები ამ დრომდე არ შეუკეთეს.

დაზარალებულები ძირითადად სოციალურად დაუცველები და ეკონომიკურად შეჭირვებული ოჯახები არიან. ისინი ამბობენ, რომ მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, მაგრამ მმართველმა გუნდმა დახმარება მხოლოდ საკუთარ მხარდამჭერებს გაუწია.

"სახურავი მოხდილია, 7 თვეზე მეტია ასეთ დღეში ვცხოვრობ. კედლები არ ვარგა, ელექტროობა გაფუჭებულია, ჭერი გაოხრებულია. დამპირდნენ დახმარებას, 7 თვეს გადასცდა უკვე და ისევ ველოდები. არავინ მოდის, არაფერს აკეთებენ. ვინც იყო ჩვენი გამგებელი, ვისაც თვითონ უნდოდა იმათ გადაუხურა. 4 ოჯახია, რომელსაც წვეთი არ ჩადიოდა სახლში და იმათ გადაუხურეს თავიდან ბოლომდე. ივანიშვილს თუ მისცემთ ხმას დაგიფარებთ [სახურავს] თუ არა და არააო. ასეთი რაღაცაც იყო", - ამბობს სტიქიით დაზარალებული ზურაბ ქორთიაევი.

ცნობისთვის,
მერიაში კონკრეტული პასუხი არ აქვთ, თუ რა რაოდენობის დაზარალებული ჰყავთ ამ დროისთვის ან რა ნიშნით მოხდა მათთვის დახმარების გაწევა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა