კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კონგრესმენი სტივ კოენი - ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის

ნახვები: 546 კონგრესმენი სტივ კოენი - ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის

ბატონ ივანიშვილს ხელისუფლება ახლა უკვე 12 წელია რაც უკავია, მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ გამართულ მოსმენაზე კონგრესმენმა სტივ კოენმა განაცხადა.

„ბატონ ივანიშვილს ხელისუფლება უკვე 12 წელია რაც უკავია. მიუხედავად იმისა, რომ ის პრემიერ-მინისტრი ან პრეზიდენტი არ არის, ის არის ადამიანი, რომელსაც შოუ მიჰყავს. არ მიყვარს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ის პირველად დავინახე, ვიფიქრე: “ეს ოცნება არ არის”. ის, იმ კორპორატიული ბიზნესადამიანივით გამოიყურებოდა, ავტოკრატიული ტიპის, ძალაუფლების მოყვარული ადამიანივით, რომელსაც ყველაფრის მართვა სურს, რომელსაც ხელისუფლებაში ყოფნა თავისი მიზნებისა და ინტერესების გაფართოების საშუალებად მიაჩნია… და ვფიქრობ, მან ეს დაადასტურა, ამიტომ ეს პირველი შთაბეჭდილება სწორი იყო.

ბატონი სააკაშვილი ახლა ციხეშია, უკვე საკმაო ხანია. მას საკმაოდ საშინლად ეპყრობიან. პოლიტიკური პატიმრების თაობაზე ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ვარ, ამიტომ შეშფოთებული ვარ ბატონ სააკაშვილზე, რომელიც პოლიტიკური პატიმარია. ის ცუდ მდგომარეობაში იყო და მისი სიცოცხლე შესაძლოა საფრთხის ქვეშ იყოს…

ქვეყანა, რომელიც თავისი არასამთავრობო ორგანიზაციების დაჩაგვრას ცდილობს, დემოკრატიული არ არის, ეს დასავლური ღირებულებები არ არის. და საქართველოს, როგორც ვიცით, ევროკავშირში შესვლა სურს, ეს კარგი იქნება მათთვის ეკონომიკურად. ვფიქრობ, მათ ნატო-ში ყოფნა სურთ, არ ვიცი. მაგრამ ისინი ისე ახლოს არიან რუსეთთან. სამხრეთ ოსეთიდან უნდა ესწავლათ, რომ რუსეთი მათი მეგობარი არ არის”, - განაცხადა კოენმა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა