კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

შალვა პაპუაშვილი - კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი

ნახვები: 551 შალვა პაპუაშვილი - კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი

კანონი ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც მოსახლეობის მხრიდან აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას.

„დღეს გასაჯაროვდა მთლიანად პაკეტი, ყველას შეუძლია გაეცნოს ამ პაკეტს, ვიდრე ბიუროზე გამოვა. გუშინდელი რეაქციებიდანაც ვნახეთ ორი რამ. ერთი, ოპოზიცია, როგორც ნახეთ, დაბნეულია და მათგან რეაქცია არ გვაქვს. როგორც ჩანს, ელოდებიან მითითებას გარედან. ისევე როგორც გამჭვირვალობის კანონის პროექტის დროს იყო,თავდაპირველად ჩუმად იყვნენ და გარედან მითითების მიღების შემდეგ დაიწყეს ხმაური. ახლაც, როგორც ჩანს, გარედან ელოდებიან, რა მითითება ექნებათ.

რაც შეეხება თავად პაკეტს, 17 მაისს უკვე შედგა სახალხო რეფერენდუმი და მას აქვს სახალხო მხარდაჭერა. თუკი გამჭვირვალობის კანონი არის ყველაზე ქართული კანონი, ეს კანონი იქნება ყველაზე სახალხო კანონი. ეს მხარდაჭერა ჩვენ გუშინაც ვნახეთ ხალხის მხრიდან და რა თქმა უნდა, პარლამენტი ამ მხარდაჭერით და ლეგიტიმაციით დაიწყებს კანონპროექტის განხილვას. რაც შეეხება სპეკულაციებს, ბევრი ვერც ვერაფერი ვნახე, რადგან უჭირთ რაიმე არგუმენტის წარმოდგენა ამ პაკეტთან აკავშირებდათ. ყველამ კარგად იცის, რომ ეს არის ყველაზე სახალხო კანონი, რომელსაც აქვს აბსოლუტური მხარდაჭერა ქვეყნის მოსახლეობის მხრიდან”, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელების თაობაზე აკრძალვა თეატრებსა და მხატვრულ ლიტერატურას არ ეხება.

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„რაც შეეხება ნაწარმოებებზე გავრცელებას, ეს ეხება მაუწყებლებს, ტელევიზიებს, ეს რეგულაციები ვრცელდება მაუწყებლებთან დაკავშირებით, რომ ეთერში არ გავიდეს ინტიმური სცენები. რაც შეეხება მხატვრულ, თუ ხელოვნების სხვა მიმართულებებს, მაგალითად კინოთეატრებში ფილმების გაშვებას, იქ ასაკობრივი შეზღუდვა იქნება, 18 წლამდე ასაკის პირების არდაშვება ისეთ ფილმებზე, სადაც არის ასეთი ინტიმური სცენები. ინიცირებულ პროექტში რაიმე რეგულაცია არ ვრცელდება თეატრებზე, მხატვრულ ლიტერატურაზე“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა