კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებისას დაიღუპა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი

ნახვები: 518 ჩეხეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლების შეჯახებისას დაიღუპა 4 და დაშავდა ათობით ადამიანი

ჩეხეთის რესპუბლიკაში სამგზავრო მატარებლის ავარიას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რეგიონის გუბერნატორმა მარტინ ნეტოლიცკიმ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახნენ და ერთი ვაგონი რელსებიდან გადავიდა.

„ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შეჯახების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმეს მდგომარეობა მძიმეა, ათეულმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო“, - აცხადებს გუბერნატორი.

გავრცელებული ინფორმაციით, სარკინიგზო კომპანია Regiojet-ის მატარებელზე, რომელიც ჩეხეთის დედაქალაქ პრაღიდან სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში მიემგზავრებოდა, 200-300 ადამიანი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ პარდუბიცესთან ახლოს, პრაღიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 100 კილომეტრში მოხდა.

შემთხვევის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა