კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პრემიერი - კონგრესში დაინიცირებული აქტი „MEGOBARI“ არა მეგობრული, არამედ მტრულია - მე ამ კანონს „DAUDZINEBEL“-ს დავუძახებდი

ნახვები: 538 პრემიერი - კონგრესში დაინიცირებული აქტი „MEGOBARI“ არა მეგობრული, არამედ მტრულია - მე ამ კანონს „DAUDZINEBEL“-ს დავუძახებდი

ამ კანონს „DAUDZINEBELI“ აქტს დავუძახებდი - სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომელიც აშშ-ს კონგრესში დაინიცირებულ აქტს "MEGOBARI" გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, აშშ-ს კონგრესში დაინიცირებული აქტი არა მეგობრული, არამედ მტრულია და საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობას დააზიანებს.

„ეს არის ჩვეულებრივი ღალატის გაგრძელება. ცინიკურია, როდესაც იმ კანონს რომელსაც კონგრესში განიხილავენ და რომელსაც მეგობარი აქტი ჰქვია, პირდაპირ მტრობაზეა საუბარი. მე ამ კანონს „DAUDZINEBELI" აქტს დავუძახებდი, ასეთი სათაური უფრო მოუხდებოდა. სამწუხაროა, ეს ყველაფერი არ წაადგება ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებას.

2020-2021 წლებში, შემდეგ 2022 წელს წინა ელჩის [აშშ-ს] ჩართულობით იყო რევოლუციის 2 მცდელობა. ამ ფონზე, როდესაც ადამიანები ურთიერთობის არა გაჯანსაღებასა და გადატვირთვაზე, არამედ ამ გაფუჭებულის კიდევ უფრო გაფუჭებაზე ფიქრობენ, ეს არის სამწუხარო. ყველას მოვუწოდებ იმოქმედონ პრაგმატულად და საკუთარი წვლილი შეიტანონ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღებაზე", - განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა