კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი გახარია - „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირებისა და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო

ნახვები: 532 გიორგი გახარია - „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირებისა და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პარტია დამოუკიდებლად გეგმავს არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური პარტია, რომელმაც დიდი ხანია განაცხადა, რომ დამოუკიდებლად ვგეგმავთ არჩევნებში მონაწილეობას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას. დღეს, ჩვენ, ამ პოზიციაზე ვართ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა ყველა, ხან ერთიანდებიან, ხან იშლებიან, სხვადასხვა ფორმატები იქმნება, ჩვენ ამასთან საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. ამ ეტაპზე ჩვენ დამოუკიდებლად ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას“, - თქვა გახარიამ.

როგორც გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი გუნდი ემზადება იმისთვის, რომ დაიცვან ხმები.

გახარიას განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა შედეგს ვერ მიაღწევს.

„ხმების დაცვა იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, სამწუხაროდ, დღეს როგორც მიმდინარეობს პროცესი, განსაკუთრებით, „რუსული კანონის“ მიღების შემდეგ, ფაქტია, რომ „ოცნებამ“ არჩევნებით მანიპულირების და გაყალბების პროცესი უკვე დაიწყო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შედეგს ვერ მიაღწევენ, ცდილობენ, მაგრამ არსებობს ის რესურსები, რომლის მობილიზებითაც ჩვენ ყველამ ხმები უნდა დავიცვათ.

ხმების დაცვისთვის აუცილებელი პირობა არის ის, რომ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებში, მაქსიმალური რაოდენობის ამომრჩეველი უნდა მივიდეს. რაც უფრო მეტი ამომრჩეველი მივა საარჩევნო უბნებზე, „ოცნებას“ მით უფრო ნაკლები შესაძლებლობა ექნება ხმები მოიპაროს. მეორე, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვითანამშრომლებთ საერთაშორისო დამკვირვებლებთან, რომელთა როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება, ისევე როგორც ადგილობრივ დამკვირვებლების, და ყველა იმ ინფორმაციას, რომელიც უკვე დაწყებულია საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, მათ გავუზიარებთ. ვფიქრობ, რომ საქართველოს 2024-2026 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება ყურადღების ცენტრში, არა მხოლოდ ევროპელი და ამერიკელი პარტნიორებისთვის, არამედ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდანაც. ამ არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული და ევროპული განვითარების თვალსაზრისით“, - განაცხადა გახარიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა