კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მეთიუ მილერი - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია, როგორ გვსურს გაგრძელება

ნახვები: 493 მეთიუ მილერი - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია, როგორ გვსურს გაგრძელება

ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს - საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღებს შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

“ჩვენ საქართველოს არანაირად არ ვკარნახობთ რა კანონები უნდა მიიღოს. რეალურად, თუ შეხედავთ იმას თუ საიდან იყოს ეს კანონი შთაგონებული, ვფიქრობ, ეს სხვა ქვეყნიდან იყო, რომელმაც ამ კანონის საკუთარი ვერსია მიიღო. რუსეთმა მიიღო ამ კანონის თავისი ვერსია და ნათელია, რომ იმ კანონის მოდელი იყო, რომელიც საქართველომ მიიღო.

ასე რომ, ჩვენი ქმედების საფუძველია ის, რომ დავინახეთ საქართველო როგორ არბევს საკუთარ ხალხს, არბევს დემოკრატიულ განსხვავებულ აზრს, და ახორციელებს ქმედებებს, რომლებიც მთლიანად ცვლის გზას, რომელზეც იყო - ევროკავშირისკენ, დასავლეთთან მეტი ინტეგრაციისკენ.

საქართველოს საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია თუ როგორ სურს გაგრძელება, ჩვენ კი ჩვენი გადაწყვეტილებების მიღება შეგვიძლია თუ როგორ გვსურს გაგრძელება. მაგრამ საშუალებას არ მივცემთ შეერთებულ შტატებში შემოსვლის უფლებას ხალხს, გავაგრძელებთ ფინანსური სისტემის გადახედვას, რომელსაც საქართველოს ვაწვდით. ეს ყველაფერი პოტენციურად საფრთხის ქვეშაა თუ საქართველო არ იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეესაბამება ინტერესებსა და ღირებულებებს, რომლებსაც აქამდე გამოხატავდნენ”, - განაცხადა მილერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა