კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

გიორგი ვაშაძე - შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს

ნახვები: 544 გიორგი ვაშაძე - შევხვდი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს, რომელიც სრულ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხს

„გამარჯვების კოალიციის" ერთ-ერთი ლიდერი და „სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დევიდ კამერონს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იქნა ევროატლანტიკური და ევროინტეგრაციის საკითხები. ამის შესახებ ინფორმაციას „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე და ეკონომიკური კუთხით მჭიდრო პარტნიორობაზე.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას საუბარი საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო, სადაც კამერონმა ქართველი ხალხის მისამართით მხარდაჭერა დააფიქსირა.

„ბრიტანეთი განიხილავს და არ გამორიცხავს რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან", - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ამ წუთებში დავასრულე შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დევიდ კამერონთან. ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და პირველ რიგში სრული მხარდაჭერა ქართველ ხალხს, მეორე ვისაუბრეთ შექმნილ ვითარებაზე და რუსულ გავლენებზე, რომელიც იზრდება საქართველოში.

ბრიტანეთი განიხილავს იმ საკითხს, რომ შეუერთდეს ამერიკის შეერთებულ შტატებს სანქცირების პოლიტიკის თვალსაზრისით იმ კონკრეტულ პირებთან მიმართებაში ვინც ცდილობს, რომ საქართველოს გადაახვევინოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან.

მესამე, 26 ოქტომბერი, ყველა ამას უყურებს, რადგან ეს არის გეოპოლიტიკური არჩევანი. ვცვლით „ქართულ ოცნებას", ვცვლით ამ პრორუსულ ძალას, სწრაფად ვიწყებთ ინტეგრაციას ევროპისკენ. ძალიან ბევრი ინვესტიცია წამოვა ბრიტანეთიდან, ამერიკიდან, ევროკავშირის ქვეყნებიდან და ამაზეც გვქონდა ჩვენ საუბარი, რომ უფრო გავაღრმაოთ ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

აბსოლუტურად ყველა უყურებს 26 ოქტომბრის არჩევნებს, როგორც გეოპოლიტიკურ არჩევანს, რომელიც ჩვენ ქართველმა ხალხმა უნდა გავაკეთოთ. ან განვითარება, წინსვლა, ევროკავშირი, ნატო, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მეგობრობა ბრიტანეთთან, ამერიკასთან, ევროკავშირთან, ან რუსული ჭაობი ბიძინა ივანიშვილთან ერთად! აი ეს არის რეალური არჩევანი რაც გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ერთიანობით გავიმარჯვებთ. ძალა ერთობაშია, წინ ევროპისკენ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა