კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს

ნახვები: 502 რომან გოცირიძე - „ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს

"ქართულ ოცნებას“ 44 პერსონალური მანქანა ემსახურება - პარლამენტის დაფინანსებით პერსონალური ავტომობილი უმრავლესობის ყოველ მესამე დეპუტატს ჰყავს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტი განსაზღვრეს.

გარდა ამისა, როგორც გოცირიძემ დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, ბიუჯეტის მიხედვით, პარლამენტში მომუშავეთა რიცხოვნობა 708 თანამშრომლით არის განსაზღვრული, რაც ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, არარეალური ციფრია, რადგან 708 თანამშრომელში პარლამენტის “შტატგარეშე თანამშრომლები“ არ შედიან.

გოცირიძის მონაცემებით, პარლამენტის აპარატში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში უამრავი შტატგარეშე თანამშრომელია გაფორმებული. მისი თქმით, მათი ზუსტი რიცხოვნობა ბიუჯეტიდან არ ჩანს, რადგან “შტატგარეშეებში ძირითადად გადამალულია “ქართული ოცნების“ პოლიტიკური აქტივი“.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, პარლამენტის დაფინანსება "საკანონმდებლო საქმიანობის" ნაწილში 71.801.8 ლარით არის განსაზღვრული, 2025 წლიდან 87.262.00 ლარი იქნება - შესაბამისად, ახალი მოწვევის პარლამენტის ბიუჯეტი 15.5 მილიონი ლარით მეტი იქნება.

პარლამენტის ასიგნებების ზრდა დიდწილად დეპუტატთა ხელფასების ზრდამ განაპირობა, რის თაობაზეც მიღებული გადაწყვეტილება სწორედ 2025 წლიდან შედის ძალაში.

საბიუჯეტო ასიგნებების ზრდასა და პარლამენტის 2025 წლის ბიუჯეტის პროექტზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე იმსჯელეს და მას მხარი დაუჭირეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა