კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

ნახვები: 387 „ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს

„ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.

ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

„არა მხოლოდ ფრაქციაში, პარტიის შიგნით იყო ინტენსიური მსჯელობა, ყველა ჯგუფთან, რომელიც წლების განმავლობაში იბრძვის არსებული ვითარების შესაცვლელად. როგორც მოსალოდნელი იყო, იყო აზრთა სხვადასხვაობა, როგორი სტრატეგია უნდა წარგვედგინა დღეს ჩვენ, მაგრამ შაბათს შეხვედრაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა -ძალა ერთობაშია" საპარლამენტო საგაზაფხულო სესიაში ჩაერთვება, შეწყვეტს ბოიკოტს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მან განმარტა, თუ რატომ მიიღო ფრაქციამ აღნიშნული გადაწყვეტილება.

„პირველ რიგში, მოგეხსენებათ, რომ ჩვენი პარტია და ზოგადად, ქვეყანა არის უმძიმესი რეალობის და გამოწვევის წინაშე. საქმე ეხება იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი არის საპყრობილეში, დატყვევებული რეჟიმის მიერ. არა მხოლოდ ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოება არის ჩამოყალიბებული იმაზე, რომ ეს არის რეჟიმის პოლიტიკური შურისძიება და ივანიშვილის პოლიტიკური შურისძიება. ამიტონ, ჩვენი საპარლამენტო საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი ღერძი იქნება საჯარო მხილება რეჟიმის, თუ როგორ ეპყრობა რეჟიმი რეპრესიული ინსტიტუტების გამოყემებით სააკაშვილს, თუ როგორ მოექცა მას არაერთხელ და სწორედ ამისთვის ვაპირებთ საგამოძიებო კომისიის დარეგისტრირებას. დღესვე დარეგისტრირდება საგამოძიებო კომისია. ვიმუშავებთ ჩვენს კოლეგებთან, ვიმუშავებთ ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება მალე ამოქმედდეს ეს კომისია, ჩვენი ფრაქცია დღესვე იწყებს ხელმოწერების შეგროვებას", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა