კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ამას ხუმრობით რეგიონებში პოლიტიკურ ქორწინებას ეძახიან-დავით მათიკაშვილი

ნახვები: 338 ამას ხუმრობით რეგიონებში პოლიტიკურ ქორწინებას ეძახიან-დავით მათიკაშვილი

დღეს დადასტურდა, რომ ადგილი აქვს არა დამთხვევას, არამედ ეს არის გარიგება, კოალიცია სააკაშვილსა და გახარიას შორის, - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრის არჩევა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის" სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მათ თანამშრომლობაზე დიდი ხანია, საუბრობს.

„ამას ხუმრობით რეგიონებში პოლიტიკურ ქორწინებას ეძახიან. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ეს არის კოალიცია. მათ თანამშრომლობაზე დიდი ხანია, ვსაუბრობთ. ზოგს არ სჯეროდა, რომ გიორგი გახარია ნიკა მელიას გამო თანამდებობიდან გადადგა, ზოგი არ იჯერებდა იმას, რომ ვაშინგტონში, ერთსა და იმავე სასტუმროში შეხვედრის მსგავსი დამთხვევა არ ხდება. დღეს კი დადასტურდა, რომ ადგილი აქვს არა დამთხვევას, არამედ იმას, რომ ეს არის გარიგება და კოალიცია სააკაშვილსა და გახარიას შორის", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.


შეგახსენებთ,
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი.

კენჭისყრის შედეგად, შეროზიამ 18 ხმა მიიღო. მას „ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია „საქართველოსთვის" სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია „ქართულ ოცნებას".

რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების" 16, „ნაციონალური მოძრაობის" 16 და პარტია „საქართველოსთვის" სამი დეპუტატია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა