კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

სალომე ზურაბიშვილი - როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არნახული შეურაცხყოფაა ქართული ჯარის

ნახვები: 1434 სალომე ზურაბიშვილი - როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არნახული შეურაცხყოფაა ქართული ჯარის

მე მინდა პრემიერის მაგივრად ქართული ჯარის წინაშე ბოდიში მოვიხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, 26 მაისს პრემიერ-მინისტრის მიმართ პრეზიდენტისთვის მოღალატის წოდება ქართული ჯარის არნახული შეურაცხყოფა იყო.

„როცა პრემიერ-მინისტრი ბედავს და ჯარების წინაშე პრეზიდენტს ეძახის მოღალატეს, ეს არის არნახული შეურაცხყოფა ქართული ჯარის იმიტომ, რომ ეს პრეზიდენტი არის მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე მინდა პრემიერის მაგივრად მათ წინაშე ბოდიში მოვიხადო და ვთქვა, რომ ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ქართული ჯარი გაძლიერდეს და იყოს ღირსეული შთამომავალი იმ ჯარისა, რომელიც იგებდა ბრძოლებში და რომელმაც მოიყვანა საქართველო დღემდე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ინფორმაციისთვის, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად“ ხელისუფლებისა და ხალხის ერთიანობით ქვეყანაში მშვიდობა შენარჩუნდა.

„სწორედ, ხალხისა და მის მიერ არჩეული ხელისუფლების ერთიანობამ და გონივრულმა ნაბიჯებმა მოგვცა იმის შესაძლებლობა, რომ ეგზისტენციური საფრთხეების და მრავალმხრივი ღალატის, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის ღალატის მიუხედავად, გასული ორი წლის განმავლობაში ქვეყანაში მშვიდობა შეგვენარჩუნებინა", - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა