კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა-ნიკა მელია

ნახვები: 336 რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა-ნიკა მელია

 

„ნაბიჯ ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!“,-ასე ეხმიანება ენმ-ის თავჯდომარე ნიკა მელია რუსთავის საკრებულოში თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრის ნოდარ შეროზიას არჩევას.

„მივესალმები რუსთავის საკრებულოში ოპოზიციის მიერ მიღწეულ ურთიერთშეთახმებას

რუსთავში დღეს ქართული ოცნება დამარცხდა! - მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური ძალები ერთმანეთში ბევრ რამეზე ვერ ვთანხმდებით, მთავარი და საკვანძო საკითხი ყველგან რეჟიმის დასუსტება და მისთვის ბერკეტების გამოცლაა!

რუსთავში თავმჯდომარე ოპოზიციამ აირჩია. მანამდე იგივე მოხდა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში. დარწმუნებული ვარ სენაკსა და ზუგდიდშიც დამარცხდება ოცნება და აუცილებლად ბათუმშიც.

ასე ნაბიჯ ნაბიჯ უნდა შევამციროთ ოცნების შანსები მოსყიდვით, დაშინებით და შანტაჟით აკონტროლოს ჩვენი ქალაქები და სოფლები!

ოპოზიცია ერთიანი უნდა იყოს ამ საქმეში!",- წერს ნიკა მელია.

შეგახსენებთ,
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია „საქართველოსთვის" წევრი ნოდარ შეროზია აირჩიეს. საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ მისი კანდიდატურა იყო წარმოდგენილი.

კენჭისყრის შედეგად, შეროზიამ 18 ხმა მიიღო. მას „ნაციონალური მოძრაობისა" და პარტია „საქართველოსთვის" სრულმა შემადგენლობამ დაუჭირა მხარი.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია და საკუთარი კანდიდატურა არ დაუსახელებია „ქართულ ოცნებას".

რუსთავის საკრებულოში „ქართული ოცნების" 16, „ნაციონალური მოძრაობის" 16 და პარტია „საქართველოსთვის" სამი დეპუტატია.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა