კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„წალენჯიხის იუვენტუსი“ მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ნახვები: 469 „წალენჯიხის იუვენტუსი“ მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს

ტურინში, იუვენტუსის მსოფლიო ჩემპიონატზე „წალენჯიხის იუვენტუსმა“ 2 დღეში 3-დან, სამივე თამაში მოიგო და უკვე 8 საუკეთესო გუნდს შორისა, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძოლებს.

ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

მათი ცნობით, წალენჯიხამ პოლონეთის აკადემია, ანგარიშით 2-1 დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის „ოქროს ბადეში“ მოხვდა. აკადემიის აღსაზრდელებმა, ტურნირის ორივე დღე ტრიუმფალური გამარჯვებით დაასრულეს.

„გუშინ წალენჯიხამ ლონდონის იუვენტუსს 12-1 სძლია და პირველივე შეხვედრაზე ფავორიტებში დაწინაურდა. პატარა ფეხბურთელებმა გუშინვე ლოს-ანჯელესიც დაამარცხეს, ანგარიშით 4-0 და ტურნირის ლიდერები გახდნენ.

წალენჯიხის აკადემიის აღსაზრდელები ევროპაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველად მონაწილეობენ. იუვენტუსის აკადემიების ჩემპიონატში, ჯამში, 26 ქვეყნის 36 აკადემია ასპარეზობს. „წალენჯიხის იუვენტუსის“ აკადემია ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით შეიქმნა და დღეს უკვე მსოფლიო ჩემპიონობისთვის იბრძვის.

„წალენჯიხის იუვენტუსის“ აღსაზრდელებს ტურინში პირადად მამუკა ხაზარაძე ახლავს და ჩემპიონატს პატარა ფეხბურთელების მშობლებთან ერთად გულშემატკივრობს”, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა