კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ჯერ გვაქვს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში-გაბუნია

ნახვები: 359 დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ჯერ გვაქვს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება გაგრძელდეს ჩვეულ რეჟიმში-გაბუნია

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან ჯერჯერობით არსებობს რეკომენდაცია, რომ სკოლებში სწავლება ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდეს.

გაბუნიას განმარტებით, ჩვეული რეჟიმი გულისხმობს სკოლების მიერ საჭიროების შემთხვევაში სწრაფ რეაგირებას და ჰიბრიდული მექანიზმის გამოყენებას.

„დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს რაიმე განსხვავებული რეკომენდაცია ამ დროისთვის არ გაუცია, თუმცა როგორც წესი, საბჭო ყოველ ჯერზე მსჯელობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ, მსჯელობა არ ნიშნავს იმას, რომ რაიმე განსახვავებული გადაწყვეტილება შეიძლება, მივიღოთ. ვმსჯელობთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად არსებობს ესა თუ ის საჭიროება.

ბაღებში ონლაინ რეჟიმი არც აქამდე ყოფილა, რანაირად წარმოგიდგენიათ ეს ამბავი? ამ შემთხვევაში საუბარია ჰიბრიდულ მოდელზე სკოლებთან მიმართებაში და თუ საჭიროება, აუცილებლობა დადგება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციას საბჭო რა თქმა უნდა განიხილავს", - განაცხადა გაბუნიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა