პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

ნახვები: 448 დიდი ბრიტანეთი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი „დიდი შვიდეულის“ შეხვედრაზე 242 მილიონი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით 309 მილიონი აშშ დოლარი) ოდენობის დახმარებას გამოაცხადებს, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“სამიტზე პრემიერ-მინისტრი გამოაცხადებს 242 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის დახმარებას უკრაინას გადაუდებელი ჰუმანიტარული, ენერგეტიკული და სტაბილიზაციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური აღდგენისა და რეკონსტრუქციისთვის საფუძვლის ჩასაყრელად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ ეს დაფინანსება ადასტურებს მათ მუდმივ საერთაშორისო სოლიდარობას უკრაინის მიმართ და რუსეთის აგრესიის შედეგად წარმოქმნილ დაუყოვნებელ საჭიროებებზე რეაგირებაში მოქნილობას.

“სამიტზე პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტი იქნება პარტნიორებთან მუშაობა, რათა შეთანხმდნენ გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების გზებზე. გაერთიანებული სამეფოსა და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები მკაფიოდ აცხადებენ, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს იმ ზიანისთვის, რასაც უკრაინას აყენებს. ჩვენ გამოვიკვლევთ ყველა კანონიერ გზას, რომლითაც შესაძლებელი იქნება იმობილიზებული რუსული აქტივების გამოყენება უკრაინის მხარდასაჭერად“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში განმარტავენ, რომ „დიდი შვიდეულის“ იურისდიქციებში არსებული აქტივების ღირებულება 285 მილიარდი აშშ დოლარია.

„უნდა ვიყოთ გადამწყვეტი და კრეატიული ჩვენს მცდელობებში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავასრულოთ პუტინის უკანონო ომი ამ კრიტიკულ მომენტში. დიდი ბრიტანეთი რჩება საერთაშორისო რეაგირების წინა პლანზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ ფრაზა [დავეხმარებით] „იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“ ფრაზით : „რაც საჭირო იქნება“, თუ გვინდა, რომ ეს უკანონო ომი დასრულდეს“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა, რიში სუნაკმა.

შეგახსენებთ, იტალიის აპულიის რეგიონში „დიდი შვიდეულის“ სამიტი 13-14 ივნისს გაიმართება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა