კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მედია - ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ

ნახვები: 493 მედია - ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ

აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, „დიდი შვიდეულის“ სამიტის ფარგლებში, უსაფრთხოების 10-წლიან შეთანხმებას გააფორმებენ, - ინფორმაციას CNN-ი საკითხზე ინფორმირებულ რამდენიმე პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეთანხმება, სავარაუდოდ, აშშ-ს ავალდებულებს 10 წლით გააგრძელოს უკრაინის შეიარაღებული ძალების წვრთნა, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის წარმოებაში მეტი თანამშრომლობა, სამხედრო დახმარების გაწევა და სადაზვერვო ინფორმაციის უფრო ფართოდ გაზიარება.

ამასთან, CNN წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაპირება, სავარაუდოდ, "აღმასრულებელი შეთანხმება" იქნება, რაც მას ნაკლებად ფორმალურს გახდის, ვიდრე ხელშეკრულებაა და არცერთი მომავალი პრეზიდენტისთვის სავალდებულო არ იქნება.

ამასთან, ორმა წყარომ CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ შეთანხმება არ ითვალისწინებს კონკრეტულ ფულადი რესურსების დაპირებას უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად. მათივე განმარტებით, შეთანხმების დანართი ასახავს იმას, თუ როგორ აპირებს ბაიდენის ადმინისტრაცია კონგრესთან მუშაობას უსაფრთხოების ვალდებულებების შესრულებაზე, კონკრეტულად გრძელვადიან დაფინანსებაზე, რომელიც საჭირო იქნება უკრაინის თავდაცვის მხარდასაჭერად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა