კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს

ნახვები: 479 პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს

ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი ვინ დასანქცირდება, მნიშვნელოვანია ქვეყანა გადარჩეს - ის ფაქტი, რომ მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ოცნებამ“ქვეყანას გამოუწერა, - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა ევროკავშირის სანქციებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „ის შიში, რომელიც „ოცნების“ წარმომადგენლებს აქვთ ბიძინა ივანიშვილის მიმართ, არის გაცილებით დიდი, ვიდრე ის დისკომფორტი, რომელიც მათ შეიძლება ინდივიდუალური სანქციებისგან მიიღონ და შეექმნათ“.

„ჩვენთვის არ არის მნიშვნელოვანი პირადად ვინ როგორ დასანქცირდება და ვის მოგზაურობა შეეზღუდება. მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა გადარჩეს. ამათ ხელში ქვეყანა იქნება საბოლოო ჯამში, სანქცირებული და ის ფაქტი, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე ვერ გადავალთ ევროინტეგრაციის და მოლაპარაკებები გაწევრიანებასთან დაკავშირებით ვერ და არ გაიხსნება, უკვე არის ერთგვარი სანქცია, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გამოუწერა ჩვენს ქვეყანას. კარს მოგვადგა არჩევნები, რეჟიმი უნდა შევცვალოთ, გავუშვათ სახლებში და შემდგომ უკვე დემოკრატიული, კოალიციური, ახალი პროდასავლური მთავრობა დაჩქარებული წესით დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან”, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა, რომლის კომენტარსაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა