პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

უკრაინამ როსტოვში, ვორონეჟსა და კურსკში დრონებით შეტევა განახორციელა

ნახვები: 486 უკრაინამ როსტოვში, ვორონეჟსა და კურსკში დრონებით შეტევა განახორციელა

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა როსტოვის ოლქში დრონების მასიური თავდასხმა მოიგერიეს, - ინფორმაციას რუსული მედია რეგიონის გუბერნატორზე, ვასილი გოლუბევზედაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„საჰაერო თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს უპილოტო საფრენი აპარატების მასიური შეტევა როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე. დრონები რეგიონის რამდენიმე დასახლებულ პუნქტში განადგურდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. შედეგები ადგილზე ზუსტდება“, - აცხადებს გუბერნატორი.

ამასთან, ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები ლისკინსკის რაიონში ნავთობის საცავზე თავდასხმას შეეცადნენ. წინასწარი ინფორმაციით, მსუბუქად დაზიანებულია საწვავის ავზები, აალება არ მომხდარა და არავინ დაშავებულა.

კურსკის ოლქის გუბერნატორი, ალექსეი სმირნოვი „ტელეგრამ“ არხზე წერს, რომ ოლქში ხუთი დრონი ჩამოაგდეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა