პროკურატურამ „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით დააკავა
წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა

„წალენჯიხის იუვენტუსმა“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის ფავორიტის წოდებით მეექვსე ადგილით დაასრულა

ნახვები: 521 „წალენჯიხის იუვენტუსმა“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის ფავორიტის წოდებით მეექვსე ადგილით დაასრულა

„წალენჯიხის იუვენტუსმა“ აკადემიების მსოფლიო ჩემპიონატი ტურნირის ფავორიტის წოდებით მეექვსე ადგილით დაასრულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, „წალენჯიხის იუვენტუსმა“ ტურინში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩი მოიგო და ქულების მაქსიმუმით ოქროს ჯგუფში მოხვდა.

„წალენჯიხელებმა ლონდონის აკადემიას 12-1, ლოს-ანჯელესს 4-0 და პოლონეთის გუნდს კი 2-1 სძლიეს. ამ შედეგით წალენჯიხა მოასპარეზე 36 გუნდიდან 8 საუკეთესოში მოხვდა, რაც აკადემიის აღსაზრდელების უდიდეს წარმატებად შეფასდა.

ოქროს ჯგუფში „წალენჯიხის იუვენტუსი“ პოლონეთთან და ტუნისთან დამარცხდა, ბოლო ტურში კი შვეიცარიის გუნდი დაამარცხა და მეხუთე ადგილისთვის თამაშის უფლება მოიპოვა.

ბოლო შეხვედრაში ჩვენი მეტოქე ბრაზილიის აკადემია იყო, მატჩი 0:2 დავთმეთ და საბოლოოდ მეექვსე ადგილზე გავედით.

იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო მასშტაბით „იუვენტუსის“ 80 აკადემიიდან წალენჯიხის აკადემია ყველაზე ახალგაზრდაა და მხოლოდ 10 თვის გახსნილია, ეს ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატება და მნიშვნელოვანი ტრამპლინია შემდგომი ასპარეზობებისთვის.

„წალენჯიხის იუვენტუსის“ აკადემია, სადაც აღსაზრდელები სრულიად უფასოდ სწავლობენ, ერთი წლის წინ, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინიციატივით და ძალისხმევით შეიქმნა და უკვე მსოფლიო ჩემპიონატის უპირობო ფავორიტი გახდა. პატარა წალენჯიხელების თამაშის ამსახველი ფოტოები „იუვენტუსმა“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

ტურინში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე „წალენჯიხის იუვენტუსის“ აღსაზრდელებს პირადად მამუკა ხაზარაძე ახლდა და გულშემატკივრობდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა